აჭარის მთავრობის სხდომა

30 მაისი 2023, 17:58 754 ნახვა

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 3-4 ივნისს ბათუმში ოფიციალურად საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნება - ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა.თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმი სეზონზე 4 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს. ვიზიტორთა სტატისტიკა აჭარაში მზარდია.ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით.ამასთან გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც.ბათუმი 2023 წელს არაერთი საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა ბათუმი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი