ელჩების დემარში მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასავლელ პარტნიორებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დიპლომატიური ფორმით მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა და სწორედ ამის გამო მიმართა 27 ქვეყნის ელჩმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - დემარშს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის სასიცოცხლო აუცილებლობის წინაშე საქართველო არ მდგარა და, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ეს გადაწყვეტილება დააზიანებს.
მმართველ გუნდში კი ელჩების დემარშს უსაფუძვლო უწოდეს და გაიხსენეს იუსტიციის მინისტრთან ელჩების დემარშის კიდევ ერთი ფაქტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად რუსეთმა მიიღო, დაფრინავენ მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავები და, რომ საზღვარი არასდროს დაკეტილა, რადგან რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად, სხვა ქვეყნების გავლით შემოდიოდნენ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გუშინ ვიცე-პრემიერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის სახელით დემარში გადასცა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშირდებოდა.