მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა

30 მაისი 2023, 10:13 569 ნახვა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი ადასტურებს.

„დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის არავინ სერიოზულად არ დაშავებულა“, - წერს მოსკოვის მერი.

როგორც რუსული მედია იუწყება, დრონებით თავდასხმა ორ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი