საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ გაჩნდა - ამის შესახებ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა განაცხადეს გამართულ ბრიფინგზე.
ლევან ბეჟაშვილისა და თინა ბოკუჩავას თქმით, თავად რუსეთის პრეზიდენტმა ამხილა ქართული ოცნება ფარულ მოლაპარაკებებში.
პარლამენტის წევრებმა განაცხადეს,რომ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში სწორედ ამ თემაზეც უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული და კითხვებს პრემიერ- მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხები.