„დიდაჭარობის თასი“ ქართულ ჭიდაობაში

29 მაისი 2023, 11:08 1134 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა აჭარის  პირად-გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. „დიდაჭარობის თასზე“ გამართულ შეჯიბრებას ხულოს კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ უმასპინძლა

ტურნირში, რომელიც 2006-2008 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის გაიმართა, ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან რვა წონით კატეგორიაში  50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.  

აღსანიშნავია, რომ 50 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტყუპმა ძმებმა, არჩილ და ალეკო სუხიტაშვილებმა იასპარეზეს, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული მედლებით გამარჯვებული შუახევის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქობულეთის, მესამეზე კი ბათუმის ნაკრები გავიდა.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ომარ აბაშიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ასევე ჩემპიონის ტიტული 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი