სპორტული მოედნების მისაღებ მდგომარეობაში მოყვანა, რათა ისინი დანიშნულების მიხედვით და უსაფრთხოდ გამოიყენონ, ქედის ბევრი სოფლის მცხოვრებელების მოთხოვნაა.
მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს სტადიონების რესტავრაცია სოფელ გოგიაშვილებსა და ხარაულაში. მთლიანობაში მერია 230 ათას ლარს დახარჯავს.