სასამართლო რეფორმა

28 მაისი 2023, 11:30 741 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

ჯგუფმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე, ისაუბრეს რა რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე პირები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, მმართველი გუნდის ინტერესია საუკეთესო ევროპული სამართლებრივი ნორმების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

ოპოზიციას კანონპროექტის განხილვა ფორმალურ ნაწილად მიაჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი