ენმ-ის ბრალდება ხულოს მერიას 

27 მაისი 2023, 18:00 792 ნახვა

ენმ-ის ცენტრალური ოფისის მდივანი ხულოს მერიას ბიუჯეტური თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ედო ჯავახიძე ირწმუნება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ირემაძეებში  ბოღაურის უბანში სასმელი წყლის რეზერვუარის მოსაწყობად 100 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება.  მისივე ინფორმაციით, მერიამ არასრულად შესრულებული სამუშაოების ტენდერი ჩაიბარა.

წყლის პრობლემას ადასტურებენ ადგილობრივებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ სასმელი და სარწყავი წყალი სოფლის ნაწილს არ მიეწოდება და მერიას დახმარებას სთხოვენ.

ხულოს მერიაში საპასუხოდ წერილობითი კომენტარი მოგვაწოდეს, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სოფელ ბოღაურში განხორციელებული სასმელი წყლის პროექტი, არსებული პროექტის შესაბამისად შესრულდა. რაც შეეხება წარმოშობილ ხარვეზს, აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს მიმდინარე ეტაპზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად".

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში