ნიკა გავრამიას შემდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი თავმჯდომარეს დაკითხავს. მამუკა ახვლედიანი სასამართლოში 13:00 უნდა მივიდეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.