"საქართველო ირჩევს ევროპას" - ამავე სახელწოდებით და იდეით აქცია-მსვლელობა გაიმართა ბათუმში. ეროვნული იდეა, ევროპული იდეაა- ამ ლოზუნგით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკიდან მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივიდნენ.ამ ფორმით გააპროტესტეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც დღევანდელ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ ჩანდა.აქცია-პერფორმანსი ლელოს ორგანიზებით გაიმართა და მას სამოქალაქო სექტორი და სტუდენტები შეუერთდნენ.