საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2023, 14:15 352 ნახვა

აშშ-ის საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. საელჩოს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორობას სიამაყით გააგრძელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც, რომლის განცხადებასაც უკრაინის საელჩო საქართველოში ავრცელებს. 

აღნიშნულია, რომ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობა ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას ეფუძნება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში