რუსული კერძო კომპანია ვაგნერმა დაიწყო თავისი ძალების გაყვანა უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან და იქ თავისი პოზიციების რეგულარული რუსული ჯარებისთვის გადაცემა. ამის შესახებ ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. პრიგოჟინმა ბახმუტის სრულად აღების შესახებ 20 მაისს განაცხადა.ამ ქალაქისთვის ბრძოლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ყველაზე სისხლიანი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მიმართა და განაცხადა, რომ მისი მებრძოლები მზად იქნებიან დაბრუნდნენ ბახმუტში, თუ რეგულარული არმია ვერ შეძლებს სიტუაციის მართვას.