აჭარას უეფას სტანდარტის 3 ახალი სტადიონი შეემატა. უეფას მე-4 კატეგორიის, საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა ქობულეთსა და ბათუმში. 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტადიონებს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა შეასრულეს.
სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.