იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“ ათი ქულა ჩამოაკლო. სასამართლო სხდომა 22 მაისს რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე ჩინე ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებით „იუვეს“ 10 ქულა დააკლდა და სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თეორიულად, „იუვენტუსს“ კვლავ შეუძლია კიდევ ერთი აპელაციის შეტანა, მაგრამ საქმის მოგების შანსი ძალიან მცირეა. სასამართლომ ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავედ სცნო კლუბის მენეჯმენტიც. ერთადერთი, ვინც საბოლოოდ სანქცია თავიდან აიცილა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედია.