ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

23 მაისი 2023, 14:19 666 ნახვა

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოშია, შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილთან და უმრავლესობის ლიდერებთან დღეს დილიდან დაიწყო. სტუმრები შეხვდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც.  

ჩეხეთის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებთან ინდივიდუალური აუდიენციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.  ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. 

ჩეხეთის დელეგაციამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ნაწილში ღია მხარდაჭერა გამოხატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი