ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული. შემთხვევა მარნეულში მოხდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს, ცხედარი ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ავტოფარეხში მანქანის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.