ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.