ნიდერლანდების ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული.
მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.