ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს კომპანიები მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
მე-11 პაკეტში მოხვედრილ კომპანიებს რუსეთში სანქცირებული საქონელი მესამე ქვეყნებიდან ჩააქვთ. მათგან, 8 კომპანია ჩინეთშია რეგისტრირებული.