პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას განიხილავს - გიორგი გახარიას პარტიის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციონერ კოლეგებს მხარი დაუჭირონ იდეას.
კომისიის შექმნას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს დავით კეზერაშვილის ინტერესები დაიცვას და ხელი შეუშალოს მიმდინარე გამოძიებას.