"თიბისი" ბანკის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

18 მაისი 2023, 15:25 782 ნახვა

"თიბისი" ბანკის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება  მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

"სახეზე იყო როგორც მიმალვის, ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი.

მოტივი არის წარსულში დაწყებული კონფლიქტი,რამაც გამოიწვია შურისძიების მოტივით დაზარალებულისთვის სამი ჭრილობის მიყენება", - აცხადებს პროკურორი ირაკლი დონდოლაძე.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული მცირე კომენტარით შემოიფარგა და განაცხადა, რომ დაზარალებულის არა მოკვლა, არამედ დაჭრა უნდოდა.

"წარდგენილ ბრალდებას დაცვის მხარე არ ეთანხმება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ჩვენი აზრით არის დაუსაბუთებელი. გავივილით კონულტაციებს და შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება მის გასაჩვრებასთან დაკავშრებით.

კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ბრალდების მხარის ვერსია დაცვის მხარე არ ვეთანხმებით, არც მოტივთან დაკავშირებით შემიძლია საუბარი"- აცხადებს ადვოკატი მამუკა ზოიძე.

ბრალდებულს ბრალი პროკურატურამ გუშინ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა. შემთხვევა 16 მაისს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბანკის სათავო ოფისში  კრედიტ-ოფიცერს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. დაჭრილს იმ დღესვე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და  ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, უცნობია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში