მინისტრის საათი პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ოპოზიცია ინტერესდება საავადმყოფოებში ახლად ამოქმედებული პროგრამა დი-არ-ჯის გამოწვევებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარებით.
შეკითხვები შეეხება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობასაც.