ტოჩინოშინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

18 მაისი 2023, 13:37 936 ნახვა

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ქართველი მიმდინარე ბაშოზე წარუმატებელად გამოდის და ფორმაში შესვლა ვერ ახერხებს.

"ისევ არაფერი გამოვიდა. სამწუხაროდ, ეს სუმოს ნამდვილი მერძოლის შესაფერისი გამოსვლა არაა. ტურნირის წინ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. მრცხვენია, როდესაც სუმოს ქომაგის წინაშე ასე გამოვდივარ. მარცხენა ხელი ისევ მაწუხებს და მის სრულ დატვირთვას ვერ ვახერხებ, ასე კი, ძალიან მიჭირს", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

ლევანის დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტში შედგა. ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ლევანის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 614 მარცხია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი