ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით - შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2023, 18:44 566 ნახვა

ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“.

„საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ეს. ფრენები რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან. ახლა მან მოხსნა სანქცია და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი