პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

17 მაისი 2023, 18:05 656 ნახვა

პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქმის 20 დღე, ანუ 27 აპრილის მიმართა, თუმცა თანხმობა  ამ დრომდე არ მიუღია.აქვე ხაზგასმული და ნახსენებია კრემლის გადაწყვეტილება. ციტატა:„15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. აქვე გაგახსენებთ,სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა,რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში