ტრაგედია თბილისში - სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე შუადღისას მოხდა.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა, რასაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანია “ოუ ნის” თანამშრომლების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.