‘’24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად" - ამ სახელწოდებით პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის ტექნოპარკში. ნაშრომი დამწყები მეწარმეებისთვის არის გათვლილი და წარმატებული სტარტაპის შექმნის საფუძვლებს წარმოადგენს.
შეხვედრაზე ლექტორებმა და წარმატებულმა სტარტაპერებმა გამოცდილება დამწყებ სტარტაპერებს გაუზიარეს. საუბარი შეეხო ბიზნესის წამოწყებასა და მეწარმეობის ძირითად პრინციპებს.
სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ჯიტა-ს ახალი პროექტი “ნაბიჯები“-ს ფარგლებში გაიმართა.