ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტს შეხვდა. სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრს.
რომში განხორციელებულ ვიზიტს ზელენსკი ტვიტერზეც გამოეხმაურა და მას უკრაინის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი უწოდა.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს ეწვევა.