მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრების გამოფენა

13 მაისი 2023, 20:01 924 ნახვა

მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს აჭარის ხელოვნების მუზეუმი. პლასტიკა, არტ ინსტალაცია და სკულპტურა ერთ სივრცეში 20 მაისამდე დარჩება. 

გამოფენა, რომელიც პროექტ ნექსუსის ფარგლებში იმართება მიზნად ისახავს კავშირების გაბმას და გადაკვეთის წერტილების მოძებნას.  

საქართველოში მოღვაწე მოქანდაკის გამოფენა და ავსტრიაში  მოღვაწე ტენორის ზურაბ ზურაბიშვილის სოლო კონცერტი რომელიც გუშინ გაიმართა სწორედ საერთო გადაკვეთის წერტილების მოძებნას გულისხმობს.

პროექტს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.

ცნობილი მოქანდაკის არაერთი სკულპტურა ამშვენებს ბათუმს. მან დღეს მუზეუმს კიდევ ერთი ნამუშევარი უსახსოვრა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი