საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი დადო მანანა კობახიძემ, რომელიც პარლამენტმა სასამართლოს წევრად ერთი კვირის წინ აირჩია. კობახიძე მოსამართლის პოსტს 10 წლიანი ვადით დაიკავებს, მან ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა. მანანა კობახიძე სავარაუდოდ მეორე კოლეგიაში იმუშავებს. ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.