პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,რომლითაც ექსპრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი ეთქვა, პირველი განცხადება გააკეთა.გიული ალასანიას თქმით,რადგან ვერ მოხერხდა ევროკავშირიდან ექიმების ჩამოყვანა, მისთვის იყო გარკვეული მინიშნება, რომ ევროპული სასამართლოდან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ. საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს,იმ დროს,როდესაც განიხილება ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამასთან მიაჩნია, რომ აუცილებელია მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.როგორ აფასებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები, ვრცლად სიმონ შანავა გვეტყვის.