„8 წუთი 8 ამბავი“ - კონკურსის ფარგლებში დღეს ფინალისტებმა მონოლოგები წაიკითხეს. მოსწავლეებმა პედაგოგებს, მშობლებსა და თანატოლებს განათლების და თავისუფლების შესახებ თავიანთი მოსაზრება გაუზიარეს. კონკურსი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შედგა, პროექტს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი ახორციელებს.