ანდრიაობასთან დაკავშირებით დილიდან წირვა-ლოცვა მიმდინარეობს ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში.
ტრადიციულად ყოველი წლის 12 მაისს ხულოში დიდაჭარობაც აღინიშნება, ღონისძიება პირველ საათზეა დაგეგმილი.
მორწმუნეები მოილოცავენ სოფელში შემორჩენილ ნაეკლესიარსაც.