ყოველთვიური დახმარების პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის  

12 მაისი 2023, 11:03 860 ნახვა

ხულოში მარტოხელა მშობლებისთვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა ამოქმედდა. სოციალური შეღავათით ამ დროისთვის  ექვსი ბენეფიციარი სარგებლობს. 

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, დახმარების მიმღები მშობელი ყველა ქალია, რომლებსაც აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

თვითმმართველობის ინფორმაციით, 150 ლარიანი დახმარების მსურველებმა მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.    

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში