“ვინი პუჰი - მოგზაურობა“ - ეს თეატრალური ტრილოგიის მეორე ეპიზოდია. სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. პატარა მაყურებელმა ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ბათუმიდან ლონდონში გამგზავრების თავგადასავლებით სავსე ამბავი იხილა.
თოჯინურ სპექტაკლში ვიზუალურ ეფექტებს დეკორაციის ნაცვლად ეკრანი და გრაფიკული გამოსახულებები ქმნის, პერსონაჟებს კი, რომლებიც ორ ენაზე - ინგლისურსა და ქართულ ენაზე საუბრობენ, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად დასის მოწვეული წევრები - ბერდია კუტუბიძე, სოფო ხალვაში და ირაკლი კახიძე ახმოვანებენ.
სპექტაკლი სამ ეპიზოდად არის დაყოფილი. მესამე ნაწილის პრემიერა ჯერ არ ჩანიშნულა.