საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება არის პირდაპირი პროვოკაცია - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან საკითხის გარშემო აქტიური კომუნიკაციაა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ რუსეთმა სანქციები რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ცალმხრივად 2019 წელს დაუწესა და შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღო, რაც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.