ერთ დღეს მიღებული ორი გადაწყვეტილება -პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა ,4 წლის თავზე კი თავისივე ბრძანებაც შეცვალა და საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა მოხსნაც. უშიშროების საბჭოს შეკრება და რუსეთის მოქალაქეებისთვის სამთვიანი ვიზების დაწესება-ასეთია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არ სჭირდება საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები.,,ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.კრემლის გადაწყვეტილება პრეზიდენტის პროგნოზით შესაძლოა დაბრკოლება იყოს ევროინტეგრაციის გზაზეც. .