ბრიფინგი ცესკოში

09 მაისი 2023, 15:03 715 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს - ასე შეაფასეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში გაკეთებული კომენტარები. 

ცესკო მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს ნუ დააზიანებენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას  პოლიტიკური განცხადებებით. 

ნათია იოსელიანმა თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებთან და უწყება მუშაობს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნა, რომ ცესკო გამოწვევის წინაშე დგას 2024 წლის არჩევნებისთვის, მისი თქმით, ადმინისტრაცია მუშაობს, რომ მომავალი არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს.

ცესკოს პრეს-სპიკერი გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებასაც, რომელიც პარტია ლელოს წარმოადგენს. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი