მიმდიანრე წლის იანვრიდან, 31 მარტის მონაცემებით, გაცემულია 2 300 შემაკავებელი ორდერი, რომელიც 4 271 პირზე გამოიცა - ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად, ტერმინით “მსხვერპლი” იდენტიფიცირდა 1 763 ქალი. ტერმინით “მოძალადე” კი იდენტიფიცირდა 313 კაცი.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სიის სათავეში 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან და სამინისტრომ მათზე ძალადობის 992 რეგისტრირებული შემთხვევა გამოავლინა.
არასრულწლოვანი მსხვერპლი ქალების შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 13 წლამდე ასაკის 38 გოგონა და 14-დან 17 წლამდე ასაკის 48 მოზარდი გოგო.
რაც შეეხება, მამაკაცებს, 2023 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 375 კაცი, მათგანი 24 იყო 13 წლამდე მოზარდი, ხოლო 12 მოზარდი 14-დან 17 წლამდე. ძალადობის სახეების სტატისტიკური ანალიზის მიხედით გამოვლენილია ფიზიკური ძალადობის – 551 ; ფსიქოლოგიური – 2141; ეკონომიკური – 25; სექსუალური – 10; იძულება – 16; უგულებელყოფა – 14 შემთხვევა.
ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმში.