ხელვაჩაურში სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებლები სოფელში სასმელი წყლის, გარე განათების, ტრანსპორტის და გზის პრობლემაზე საუბრობენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართეს თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ. საკითხის დროული მოგვარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას დღეს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა.
ხელვაჩაურის მერიაში წერილობით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ მიმდინარეობს წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა სოფელ მასაურაში, ასევე მუშაობენ ტრანსპორტის საკითხის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება გარე განათებების მოწყობას, მერიის ინფორმაციით ყველა სოფელში ეტაპობრივად მოეწყობა.