არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

07 მაისი 2023, 12:03 552 ნახვა

სახალხო დამცველი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის. გარდა ამისა, ლევან იოსელიანი საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.

ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი