სახალხო ღონისძიება ,,ჩაოობა“ იზეიმეს ხულოში სოფელ ჩაოში. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ჩაოელები, მოეწყო ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა, გაიმართა შეჯიბრებები.
ღონისძიება წელს განსხვავებულ გარემოში ე.წ კოტაჯვარზე მოეწყო, რომელიც ერთ-ერთი ახალი ტურისტული ადგილია ხულოში.
ადგილობრივებმა დღესასწაული 1997 წელს დაარსეს, რომელიც ძირძველი ჩაოელების გაერთიანებას, მათი ყოფაცხოვრების გახსენებას, ტრადიციების აღდგენას ემსახურებოდა მიზნად.