სპეცოპერაცია თბილისში - დალუქულია ორი ოფისი

05 მაისი 2023, 14:02 585 ნახვა

სპეცოპერაცია თბილისში. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის, სადაც სავარაუდოდ  ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმაა.  

დავით ვაშაძე იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს.   ამბობს, რომ    მას  მხოლოდ სასტუმრო აქვს და დანარჩენ ფართებთან არც შეხება აქვს და არც გადაწყვეტილებების მიმღებია.    

აღმაშენებლის N 75-ში, წუხელ, გვიან ღამით სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.

არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული. სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი