დაკავებულია კაცი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივ სროლაში მონაწილეობდა.
უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, იგი გოგებაშვილზე მდებარე რესტორანთან იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელს ცეცხლი გაუხსნეს.
ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თავდამსხმელს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში რამდენჯერმე ესროლა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.