ამ ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს - მამუკა მდინარაძე

05 მაისი 2023, 14:22 815 ნახვა

პრემიერმა ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო- თუკი ჩვენს ეროვნულს, ტრადიციულს, ასეთ ღირებულებებს ვარქმევთ ანტიდასავლურს, ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის უნგრეთში ვიზიტთდან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარებს.

 „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან ასე დომინირებდა ინფორმაცია - ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდენ დასავლურს და ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს. ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა. ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო - თუკი ჩვენს ეროვნულს, ტრადიციულს, ასეთ ღირებულებებს ვარქმევთ ანტიდასავლურს, ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, მთელს მსოფლიოში ღირებულებების ომი მიდის.  ამ ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს.

" ვერცერთ სიტყვასა და ფრაზას ვერცერთი ჟურნალისტი ამ ტელევიზიების ვერ მოიტანს ახლა - რა იყო ჰომოფობიური, რუსული და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში ქართულ ტელევიზიებსა და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს ელემენტარულად დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდასა და მის სხვადასხვა მიმართულებას, დაარქვან ევროპული. სწორედ ესაა ანტიევროპული, რადგან როდესაც ქრისტიანულ ცივილიზაციაზეა და ევროპულ დიდ ოჯახზეა საუბარი, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაცია და მეორე მხრივ, ყველაფერს, ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული, რომ როგორღაც ოკუპანტის ეგიდით მოახდინო ამ ყველაფრის დაკნინება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საგამოძებო კომისიის შემქნაზეც და განაცხადა, რომ კომისიას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გამოდის? ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მათ აქვთ ქოლცენტრები და მოდი, ამ ქოლცენტრების საქმეს ჩვენვე გამოვიძიებთო.

„ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებული აქვთ. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანია აქვთ. ახლა გავრცელდა ვერსია, რომ სასტუმროა და გაქირავებულია. რატომ ემთხვევა ასე? ანუ, ნაცმოძრაობის მთავარი პროპაგანდისტებისა და დამფინანსებლების მიმართულებით სულ შემთხვევით ამდენი რამე დაემთხვა? კომისიას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გამოდის? ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მათ აქვთ ქოლცენტრები და მოდი, ამ ქოლცენტრების საქმეს ჩვენვე გამოვიძიებთო. ანუ, ეს მოთხოვნა ჰქონიათ. დღეს უკვე შეგვიძლია ამაზე დარწმუნებით საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი