საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში

03 მაისი 2023, 19:44 954 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტი დაასრულა.  2023 წლის 3 მაისს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი ქოენთან. მხარეებმა განიხილეს  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისრაელის ტურიზმის მინისტრსაც შეხვდა.  შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში