BATUMI OPEN - საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში  

03 მაისი 2023, 10:59 589 ნახვა

5-7 მაისს ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში პირველ საერთაშორისო ტურნირს „ბათუმი ოუფენს“ უმასპინძლებს. შეჯიბრება პირველად ტარდება, მაგრამ ორგანიზატორთა განცხადებით ტრადიციული გახდება.

წელს ბათუმის ტატამზე 11 ქვეყნის, პოლონეთის, ისრაელის, ყაზახეთის, უნგრეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის, სომხეთის, საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საუკეთესო მებრძოლები გამოვლენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები.

შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 84 სპორტსმენითაა წარმოდგენილი და ამათგან 45, აჭარის კარატეს სკოლის აღზრდილია.

ამჟამად აჭარის ნაკრებთან ერთად ხორვატიის ნაკრების წევრი გადის მზადებას, მანამდე კი ლევან ცინცაძის გუნდთან ერთად საწვრთნელი შეკრება პოლონელმა სპორტსმენებმა გაიარეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი