საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა.როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მშობელმა მაკა გოჩიაშვილმა განუცხადა,დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“დაკავშირებით დადებითი შეფასებები მოისმინეს.მისივე თქმით, ამის მიუხედავად, პროტესტს განაგრძობენ,რადგან მეტი გარანტია სჭირდებათ,რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის.