სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების გამო ოპონენტები ერთმანეთს რეგლამენტის არ ცოდნაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება, რასაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად ზღუდავს.
''ქართული ოცნების'' პოზიცია კი უცვლელია, ისინი საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერენ. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტში საბოტაჟს.