საქართველოს თავდაცვის ძალების დღე

30 აპრილი 2023, 18:03 533 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აუცილებელია აქტიურობა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით; „რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე“.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს.

მთავრობის მეთაურმა სამხედროებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. ღონისძიება მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველ სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცეს. 

ასევე მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი